|
2017-03-17 12:01:48, 2617 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში მეჩეთის დაბომბვის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა
ალეპოს პროვინციის სოფელ ალ ჯინაში მეჩეთის დაბომბვის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეა. როგორც BBC წერს, აღნიშნულ ტერიტორიაზე საჰაერო ოპერაციებს რუსეთისა და სირიის სამხედროები ახორციელებდნენ. სამხედრო ღონისძიებებში ასევე ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალები. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია თუ რომელი ქვეყნის სამხედროება განახორციელეს საჰაერო დარტყმა. შეგახსენებთ, რომ 15 მარტს დამასკოში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა რის შედეგადაც სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ცნობისთვის, ბოლო 6 წლის განმავლობაში სირიაში აფეთქებებს 320 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)