|
2015-04-03 18:30:44, 737 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: ინფორმაცია, თითქოს გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რეალობას არ შეესაბამება
პროკურატურა გიგი უგულავას საპატიმრო ვადასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულ გიორგი უგულავას ადვოკატების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმირება, თითქოსდა გიორგი უგულავას მიმართ გავიდა საპატიმრო ვადა და იმყოფება უკანონო პატიმრობაში. „გვინდა განვმარტოთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ბრალდებულების -გიორგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, სადაც გ.უგულავას ბრალი ედება სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციაში, არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ტელე და რადიო კომპანია “იმედის”, მთაწმინდის პარკის უკანონო დაუფლებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე მიმდინარეობს გიორგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, სადაც გიორგი უგულავას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ე.წ. სიტი პარკის ეპიზოდი), ყალბი დოკუმენტის დამზადების ორგანიზებაში, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, ასევე იძულებასა და ისეთი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან (ე.წ. მარნეულის ეპიზოდი). აღნიშნულ საქმეზე გიორგი უგულავას 2014 წლის 04 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა, რომელიც გაუქმდა 2015 წლის 27 მარტს, ვინაიდან ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა ერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ მიუხედავად ამ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა, გიორგი უგულავა რჩება პატიმრობაში, ვინაიდან ე.წ. „ტელეიმედის” საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 მარტის განჩინებით მას აღკვეთის ღონიძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. დაცვის მხარის მტკიცება, რომ პატიმრობის 9-თვიანი ვადის გასვლის შემდგომ არ შეიძლება გამოყენებული იქნას იმავე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა - მცდარია, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ასეთი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. გარდა ხსენებულისა, გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის კანონიერებაზე იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც ადვოკატების საჩივარი დატოვა განუხილველი. სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით და პროცესუალური წესებით გარანტირებული ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალი პრინციპის დარღვევას იმდენად, რამდენადაც ეს განპირობებული იყო პირის კანონიერი დაპატიმრების მოთხოვნით, რაც ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლით. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენოს პატიმრობა, თუ ბრალდება ეხება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილ განსხვავებულ ეპიზოდებსა და ფაქტებს. ამასთან, თავდაპირვებული ბრალდების იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოყენებულია პატიმრობა, იწურება ამ აღკვეთის ღონისძიების კონსტიტუციით დადგენილი ვადა და არსებობს მყარი არგუმენტები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ განსახილველ ბრალდებასთან დაკავშირებით გიორგი უგულავას სათანადო ქცევის ერთადერთი საშულება მისი დაპატიმრებაა. ამდენად ინფორმაცია თითქოსდა ბრალდებულის მიმართ გავიდა საპატიმრო ვადა და გიორგი უგულავა რჩება უკანონო პატიმრობაში, არ შეესაბამება რეალობას“, - ნათვამია პროკურატურის განცხადებაში.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)