|
2017-03-16 12:37:28, 2052 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბესაძის თქმით, პრეზიდენტი სახელისუფლებო კრიზისის დროს კონსტიტუციური გარანტის როლს შეასრულებს
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევას უჭერს მხარს. როგორც პარტიის წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, პრეზიდენტი სახელისუფლებო კრიზისის დროს კონსტიტუციური გარანტის როლს შეასრულებს. ,,ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო უმრავლესობაა და ქვეყნის მთავრობა მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებელია, სადაც პარლამენტი ვერ ახერხებს მთავრობის საქმიანობის კონტროლს და მას ფაქტიურად ჩამორთმეული აქვს უფლება დააყენოს არაეთიკური მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირდაპირი წესით არჩეული, მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრეზიდენტის არსებობა. პრეზიდენტი რომელიც შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი გარანტი ქვეყნის სწორი განვითარების და სწორი მიმართულებით წაყვანის. სწორედ ეს არის, რაც ხელს უშლის ,,ქართულ ოცნებას’’ სრულად მონოპოლიზაცია მოახდინოს ხელისუფლების ქვეყანაში და სრულად დაუქვემდებაროს სახელისუფლებო ვერტიკალი, სამივე შტო ერთი ადამიანის სურვილს. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენი პარტიისთვის. ჩვენ პირიქით, მხარს ვუჭერთ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, რომლის უფლება-მოსილებებიც მას მისცემს შესაძლებლობას სახელისუფლებო კრიზისის შემთხვევაში, რომელიც არაერთი ვნახეთ ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის დროს, შეასრულოს ქვეყნის ნორმალური განვითარების კონსტიტუციური გარანტის როლი’’,- აღნიშნა აბესაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტიში საკონსტიტუციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის წესს განიხილავენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)