|
2017-03-16 11:43:39, 2901 ნახვა
მსოფლიო
ჰავაის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის ახალი საიმიგრაციო განკარგულება შეაჩერა
ჰავაის შტატის მოსამართლე დერიკ უოთსონმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახალი საიმიგრაციო განკარგულება 6 მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მოსამართლემ პრეზიდენტის განკარგულება, მის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეაჩერა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დერიკ უოთსონმა უფლებამოსილებას გადააჭარბა. ტრამპი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ახალ საიმიგრაციო განკარგულებას აშშ-ში ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 6 ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის დროებით აკრძალვაზე ხელი 6 მარტს მოაწერა. პირველ აკრძალვას ტრამპმა 27 იანვარს მოაწერა ხელი. თავდაპირველ სიაში ერაყიც შედიოდა, თუმცა მოგვიანებით ერაყი ამოღებული იყო სიიდან.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)