|
2017-03-16 11:29:20, 2599 ნახვა
მსოფლიო
ნიკი ჰეილი: ჩვენ რუსეთს ვერ ვენდობით და არც არასოდეს უნდა ვენდოთ
გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დანიშნა, აშშ-ს მოუწოდა რუსეთის მუქარას სერიოზულად მოეკიდონ, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ჰეილიმ NBC-ის მიცემულ ინტერვიუში განუცხადა, ამერიკა რუსეთს ვერ ენდობა და არც არასდროს უნდა ენდოს. მედია საშუალების ინფორმაციით, ნიკი ჰეილის რუსეთთან მიმართებაში გაცილებით უფრო მტკიცე და მკაცრი პოზიცია აქვს, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტს. ტრამპი მუდამ იმეორებდა, რომ მას და მის ადმინისტრაციას მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარება უფრო შეუძლია, ვიდრე ბარაკ ობამას. თებერვლის დასაწყისში ჰეილიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ძალაში მანამ იქნება, ვიდრე ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება და რუსეთი მინსკში დადებულ შეთანხმებას არ შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ ნიკი ჰეილი გაეროში იანვრის თვეში წარადგინეს, მას მხარი 99 სენატორმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)