|
2017-03-15 16:40:05, 3071 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახიძე: საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები პრაქტიკულად არ მუშაობს
„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, დღეს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები პრაქტიკულად არ მუშაობს. მისივე თქმით, მინისტრები დაბარების მიუხედავად პარლამენტში არ მიდიან, ხოლო უმრავლესობა მთავრობის წევრების მხრიდან რეგლამენტის დარღვევაზე რეაგირებას არ ახდენს. „წინა მოწვევის პარლამენტში მინისტრები კიდევ მოდიოდნენ პარლამენტში, მათ შორის უმცირესობის ფორმატში და ამ პარლამენტში საერთოდ უგულებელყვეს ანგარიშვალდებულების პრინციპი. ენერგეტიკის მინისტრი დავიბარეთ გაზპრომთან დაკავშირებით და არ გამოცხადდა, საზარ სუბარი დავიბარეთ დევნილების საკითხზე და არ გამოცხადდა, დიმიტრი ქუმსიშვილი დავიბარეთ ეკონომიკურ საკითხებზე მანაც ვერ გამონახა დრო და საპარლამენტო უმრავლესობა არაფერს აკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად. რეაგირებას არ ახდენს მთავრობის წევრების მხრიდან რეგლამენტის დარღვევაზე და პარლამენტის როგორც ინსტიტუტის დამცირებაზე. საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები პრაქტიკულად არ მუშაობს, მათთვის მთავარია ივანიშვილის მორჩილება, მე ვსაუბრობ დღეს რა გამოწვევები აქვს საზოგადოებას, წინა ხელისუფლების დროს და იმის წინა დროსაც იყო პრობლემები საპარლამენტო კონტროლთან მიმართებაში, მაგრამ ეს არ უნდა გამოდგეს გასამართლებლად, რომ ახლა საერთოდ არ მოვიდნენ მინისტრები“,-განაცხადა კახიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)