|
2017-03-15 14:54:55, 1916 ნახვა
კომენტარი
ნანუაშვილის განცხადებით, სასიხარულოა, რომ ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლე არ იქნება
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავს იკავებს ევა გოცირიძის წერილის შეფასებისგან, რომელითაც ის სტრასბურგის სასამართლოს აკრიტიკებს. თუმცა, ნანუაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ ევა გოცირიძე არ იქნება მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოში. „ მე შეფასებას ვერ გავაკეთებ. უბრალოდ, სასიხარულოა, რომ ევა გოცირიძე იმ დარღვეული პროცედურების შესაბამისად და იმ კამპანიის გამო, არ მოხვდა და რეალურად არ არის მოსამართლე სტრასბურგში საქართველოდან“,-განაცხადა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, ევა გოცირიძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ევროპამ მეოთხე ინსტანციის როლი შეასრულა, დაარღვია ბალანსი უფლებებს შორის და ეს ყველაფერი სპეკულაციებზე დაყრდნობით გააკეთა. „პირადად ჩემი აზრით, ხსენებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც სცილდება ადამიანის უფლებათა დაცულობაზე ევროპული კონტროლის დამკვიდრებულ ფარგლებს, იმავდროულად არღვევს სუბსიდიურობის პრინციპს, რომელსაც კონვენცია ემყარება, სტრასბურგის სასამართლოს უთავსებს მე-4 ინსტანციის სასამართლოს როლს და შეუძლია გამოიწვიოს არა ერთი პრაქტიკული სირთულე. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ყველა დავაზე, რომლებიც ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების წარმოებაში იმყოფება, კიდევ უფრო გაახანგრძლივებს ათწლეულების განმავლობაში არსებულ სამართლებრივ გაურკვევლობას, გააძლიერებს მხარეთა ნიჰილიზმს და იმედს გაუცრუებს ქართულ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენისადმი მის მისწრაფებაში, რისი ლეგიტიმური მოლოდინიც გააჩნია ქართული სამართლებრივი სისტემისაგან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიესალმება ეროვნული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა აღსრულების დაბრკოლებას, რომლებითაც ცალკეული მესაკუთრეების ქონებრივი უფლებები ისედაც დიდი ხნის დაგვიანებით აღდგა. აღსრულების შეჩერება სინამდვილეში მხოლოდ სპეკულაციების ნიაღვარს ემყარება, მავანთა მიერ რომ არის ინსპირირებული და მხარდაჭერილი“, - წერს ევა გოცირიძე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)