|
2017-03-14 16:33:28, 2022 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია: ე.წ. მოსმენების კანონი საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას მწვანე შუქს უნთებს
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია პრეზიდენტის ხედვას ემთხვევა. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არსებითად არღვევს. მისივე შეფასებით, კანონი საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას მწვანე შუქს უნთებს. "ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან კონსულტაცია ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული წუხილები გვაქვს და ჩვენი პოზიცია პრეზიდენტის ხედვას ემთხვევა. კანონი საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას , ადამიანის უკანონო მოსმენასა და შესაბამისად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას მწვანე შუქს უნთებს. ასევე, საუბარი გქვონდა შესაძლო ვეტოზე და პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღბს", -აღნიშნა ხოშტარიამ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციასთან ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)