03:01 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 15:30:27, 2352 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: პრეზიდეტის არჩევის წესი ისეთი უნდა იყოს, როგორიც საპარალამენტო რესპუბლიკას შეესაბამება

 ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის წესი ისეთი უნდა იყოს, როგორიც საპარალამენტო რესპუბლიკას შეესაბამება.

„პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შეესაბამება საპარლამენტო რესპუბლიკას  კლასიკურ ფორმებში, თუმცა არსებობს გამონაკლისები, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ არავინ იფიქროს ეს კონსტიტუციის ცვლილება რაღაცნაირად იყოს მორგებული ერთ  ადამიანზე, ეს ძალაში არ შევა 2018 წელს. 2018 წელს არჩევნები ჩატარდება იმ  წესით როგორითაც აქამდე ტარდებოდა“,-განაცხადა სუბარმა.

ამასთან, მინისტრს არ ესმის იმ პოლიტიკური პარტიების განცხადებები და მოსაზრებები, რომლებიც ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხარდაჭერა აღარ აქვს.

„იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს მოირგოს კონსტიტუცია,  პრეზიდენტის არჩევის წესი და პარალელურად ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“  აღარ აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში და წაგებული აქვს ნებისმიერი მომდევნო არჩევნები. 2020 წელს არის საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად 2023 წელს პრეზიდენტის აირჩევს ის ვინც მოიგებს 2020 წლის არჩევნებს“,-დასძინა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics