03:02 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 12:52:10, 1762 ნახვა

კომენტარი
აბესაძე: „გაზპრომთან“ წარმოებული ქვეყნისთვის საზიანო მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს, გაზის ტარიფი გაიზრდება

"ქართული ოცნების” მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგად კომუნალური ტარიფები შემცირების ნაცვლად მუდმივად იზრდება, - ასე გამოეხმაურა ”მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე გაზის ტარიფის შესაძლო გაზრდას.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, პარლამენტში შეიქმნას ფორმატი, სადაც კახა კალაძე ვალდებული იქნება გამოცხადდეს.

"”გაზპრომთან“ წარმოებული ქვეყნისთვის საზიანო მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს, გაიზრდება გაზის ტარიფი და ბუნებრივია, რომ კალაძეს არ სურს გასცეს შეკითხვებს პასუხი, რატომ გაიზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ კომპანიაზე, რატომ დაზარალდა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები და ამ ყველაფრის გამო რატომ უნდა გადაიხადოს უფრო მეტი კომუნალური ტარიფი მოსახლეობამ საკუთარი ჯიბიდან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შეიქმნას ფორმატი, სადაც ბატონი კალაძე ვალდებული იქნება გამოცხადდეს და როგორც დღეს არღვევს მოქმედ კანონმდებლობას, შემდგომში არ ჰქონდეს შესაძლებლობა კანონმდებლობის დარღვევით თავი აარიდოს საზოგადოების შეკითხვებზე პასუხის გაცემას, იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც მისი არასწორი ნაბიჯების გამო მოსახლეობის გაღარიბებას გულისხმობს. ნათელია, რომ ბატონი კალაძე და საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სხვადასხვა მოლაპარაკებებისას საზოგადოების ინტერესების დაცვას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის საჯაროდ პასუხობდეს არსებულ კითხვებს. კვირიკაშვილმა და ივანიშვილმა ვერ შეძლეს სახელმწიფო ინტერესების დაცვა რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ”,- აცხადებს ირაკლი აბესაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics