00:15 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 20:56:21, 2816 ნახვა

სამართალი საზოგადოება
შსს: დაკავებული 40 პირიდან სასამართლომ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გუშინ აქციაზე დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულებიდან 7 პირი გათავისუფლებულია.

"შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული 40 პირიდან სასამართლომ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დანარჩენები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ", - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და კონკრეტული პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics