|
2017-03-12 16:42:15, 3273 ნახვა
სპორტი
ბოკერია: ვითარებიდან გამოსავალი დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაა
„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ქაოსი და ძალადობა მძვინვარებდა ისე, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებდა და თავად შეუწყო ხელი ამ ყველაფერს. ბოკერიას თქმით, ძალადობა და ვანდალიზმი აზიანებს და საფრთხეს უქმნის თითოეულ მოქალაქეს, ფიზიკურად იქ მყოფ და მცხოვრებ ადამიანებს და მლიანად ქვეყანას. „სპეციფიურად აზიანებს და ასუსტებს ხელისუფლების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გამოყენების უფლებას, ამ ტრადიციას და ხელს აძლევს ისეთ უპასუხისმგებლო ხელისუფლებას, როგორიც დღეს გვყავს სამწუხაროდ. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ შეიძლება ნებისმიერ პროტესტში ან მითუმეტეს არეულობაში ხედავდეს საკუთარ პოლიტიკურ შანსს ან არ ყოფნიდეს მოთმინება, რომ გაერკვეს ვითარებაში, სანამ პოზიციას დააფიქსირებს. სწორედ ამიტომ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ არც ერთ ეტაპზე არანაირი სოლიდარობა არ გამოუხატავს ამ პროცესის მიმართ, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცალსახად არის ივანიშვილის მთავრობის. ხუთი წელია ეს ხალხი ანგრევს სახემწიფო ინსტიტუტებს, ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს, პოლიტიკურ ძალადობას, ნერგავს ნიჰილიზმს დამართალდამცავი ორგანოების მიერ, ამცირებს პატრულს, აძლევს მას არალეგიტიმურ დავალებებს, რითაც ქმნის უფსკრულს საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის. ამ ყველაფერმა მოგვიყვანა მძიმე ვითარებამდე. საათების განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ქაოსი და ძალადობა მძვინვარებდა ისე, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებდა და თავად შეუწყო ხელი ამ ყველაფერს. ამ ვითარებიდან გამოსავალი არის ერთადერთი, ბევრი მოქალაქის სამოქალაქო აქტიურობა და ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული არჩევნების გზით’’,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)