|
2017-03-11 09:57:21, 2548 ნახვა
ეკონომიკა
იუსტიციისა და ლტოლვილთა სამინისტროები სახელმწიფო სერვისების განვითარების კუთხით ითანამშრომლებენ
იუსტიციისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები სახელმწიფო სერვისების განვითარების კუთხით ითანამშრომლებენ. შესაბამის დოკუმენტს ხელი თეა წულუკიანმა და სოზარ სუბარმა მოაწერეს. მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროში გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი სერვისების მიწოდების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც სამინისტროებს, ისე მათი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (სსიპ) შორის. მემორანდუმის მიზანი სერვისების მიწოდების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამისათვის იუსტიციისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები კონსულტაციების საფუძველზე შექმნიან თემატურ ჯგუფებს, გამართავენ კონსულტაციებს და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. უწყებები ერთობლივ პროექტებსაც დაგეგმავენ და განახორციელებენ. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და მას იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ. იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს სწრაფი და კომფორტული მომსახურებით, მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში 30-ზე მეტი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას ე.წ. კონფლიქტური და მაღალმთიანი რაიონების სიახლოვეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმით იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რათა სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)