|
2017-03-10 17:59:51, 1053 ნახვა
რეგიონი
K2 კოეფიციენტის რეკომენდაციების შემმუშავებელმა კომისიამ ჟურნალისტებს ანგარიში გააცნო
აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აჭარის ა.რ. მთავრობის განკარგულებით შექმნილმა ქალაქმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით, საინვესტიციო პროექტის K2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის რეკომენდაციების შემმუშავებელმა კომისიამ მედიის წარმომადგენლებს ანგარიში გააცნო. პრეზენტაციაზე K2 კოეფიციენტის გაზრდის თხოვნით შემოსული პროექტების განხილვა-ანალიზის შედეგები წარადგინეს. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. სარეკომენდაციო საბჭოს მიზანია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის თხოვნით აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის სახელზე შემოსული პროექტების რევიზია, ანალიზი და რეკომენდაციის მიცემა მთავრობის თავმჯდომარისათვის. პროექტებზე მუშაობისას საბჭომ განიხილა, თუ რამდენად შეესაბამება განსახილველი პროექტი ქალაქმშენებლობით ისეთ ძირითად პარამეტრებს, როგორებიცაა: • შენობის სიმაღლის განსაზღვრის პარამეტრები როგორც საზოგადოებრივ სივრცესთან, ასევე მცირე ზომის ქუჩებთან მიმართებაშიც, რაც გამომდინარეობს იქედან, რომ არ მოხდეს შენობების კასკადური არქიტექტურული განვითარება, რაც ვიზუალურად ამახინჯებს ქალაქს და მთლიანადაა აცდენილი ბათუმური არქიტექტურისაგან; შენობა-ნაგებობის განთავსება სამეზობლო მიჯნაზე; ავტოსადგომების მოწყობა; მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანების მასშტაბები - იმ შემთხვევაში, თუ უკვე არ არის დაკარგული ამა თუ იმ უბნის სივრცითი მოწყობის ძირითადი დებულებები. აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატთან არსებულმა კომისიამ ჯამში 80-მდე პროექტი განიხილა, რომელთაგან უმეტეს ნაწილს პროექტები ხარვეზების გამოსასწორებლად უკან დაუბრუნდათ, ნაწილს უარი ეთქვა კოეფიციენტის გაზრდაზე, მცირე ნაწილზე კი მიღებულია გადაწყვეტილება რეკომენდაციით მიმართონ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს ნებართვის გაცემაზე უშუამდგომლოს ქალაქ ბათუმის მერიასთან. (NS)
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)