|
2017-03-10 14:08:41, 2414 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი აბესაძე: ხელისუფლებას სურს, პრეზიდენტს გარკვეული თემების განხილვა აუკრძალოს
„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ პრეზიდენტსაც აუკრძალოს გარკვეული თემების განხილვა და მსჯელობა. ,,ხელისუფლებას სურს, რომ პრეზიდენტსაც აუკრძალოს გარკვეული თემების განხილვა და მსჯელობა. გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობა წარმოიდგინო რაიმეს დარღვევად. ჩვენ მივესალმებით საჯარო, ფართო განხილვებს მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ანერვიულებს ,,ქართულ ოცნებას’’,-აღნიშნა აბესაძემ. ცნობისთვის, პარლამენტმა ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)