|
2017-03-10 09:51:04, 2090 ნახვა
სხვადასხვა
დავით ქაჯაია: იმედი მაქვს, წელს უფრო მაღლა ავაფრიალებ საქართველოს დროშას
შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA Force“'-ის წევრი, ევროპის ჩემპიონი დავით ქაჯაია ბაჰრეინის საერთაშორისო ტრეკზე ჩემპიონატის ჟიურთა კოლეგიამ სეზონის პირველივე “ფან ევარდის” ერთ-ერთ კანდიდატურად დაასახელა. გვითხარით კლუბ „MIA Force“ -ს შესახებ, თქვენი წარმატება ამ კლუბში. კლუბი არის შსს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი, იგი 4 ავტომრბოლელს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა კლასებში ასპარეზობენ და წარმატებული მრბოლელები არიან, ერთ-ერთი მათგანი ვარ. ამ კლუბიდან გავედი საერთაშორისო ასპარეზზე 2012 წელს და 4-ჯერ მოვიპოვე ევროპის ჩემპიონის ტიტული, ხოლო შარშან მონაწილეობა მივიღე მსოფლიო სერიაშიც. 2 აპრილს საერთაშორისო ჩემპიონატი TCR international გაიმართება საქართველოში, რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის? TCR international ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი ძარიან ავტომობილებში, სადაც შარშან ვმონაწილეობდი და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველომ იასპარეზა ამ დონის ტურნირზე ავტოსპორტის ისტორიაში. წელს კი შსს-ს დიდი ჩართულობით და მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად ამ ჩემპიონატის პირველივე ეტაპი და საზეიმო გახსნის ცერემონია საქართველოში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 1-2 აპრილს გაიმართება, რაც არა მარტო ქართული ავტოსპორტის, მთლიანად საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. TCR international -ში თქვენც ასპარეზობთ. როგორ მიდის მზადების პროცესი? დიახ, წელსაც ვიღებ მონაწილეობას ამ სერიაში, ახალ გუნდთან ერთად, ახალი მანქანით. შესაბამისად პირველად მექნება შეხება „ალფა რომეოსთან“. ამიტომ მანქანასთან შესაგუებლად ვმონაწილეობTCR-ის ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ეტაპზე. მანქანამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, თუმცა წელს მანქანა მაინც სატესტო რეჟიმშია და ეტაპიდან ეტაპამდე იხვეწება. დიდი იმედი მაქვს ტექნიკური გუნდის, რომლებიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ძალიან მოტივირებულია მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს. თუ გაქვთ ასპარეზობაში გამარჯვების იმედი, რამდენად რეალურია რომ გამარჯვება ჩვენს ქვეყანას დარჩეს? დღეს ეს არის ჩემი მიზანი. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მაქსიმუმს გამოვიყენებ, და თუკი ერთი მხრივ ტექნიკურმა მხარემ და მეორე მხრივ იღბალმაც არ გვიღალატა, იმედი მაქვს შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მაღალ საფეხურზე ავაფრიალებ საქართველოს დროშას. მოგვიყევით თქვენზე, რამდენი ხანია ასპარეზობთ ? ქართული ავტოსპორტის განვითარების პირველივე დღეებიდან ვარ ამ სპორტში ჩართული. 2007 წლიდან მონაწილეობას ვიღებ ადგილობრივ ჩემპიონატებში სხვადასხვა კლასებში, ვარ სხვადასხვა ეტაპების და ტურნირების გამარჯვებული. ასევე 2012 წლიდან პარალელურად გამოვდივარ საერთაშორისო ასპარეზზე. რა არის წარმატების მწვერვალი რომლის მიღწევაც გინდათ? ამ ეტაპზე მაქვს ერთ კონკრეტული ოცნება - გავხდე მსოფლიო ჩემპიონი ტურინგის კლასში. რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მკითხველს რამდენად მნიშვნელოვანია მოძრაობის წესების დაცვა? მოძრაობის წესების დაცვა არის უდიდესი მნიშვნელობის. ეს არ არის მხოლოდ კანონმორჩილება და წესების არ დარღვევა კონკრეტული ჯარიმის შიშით. ეს არის თითოეული ჩვენგანის, ჩვენი მომავალი თაობის და ჩვენი უსაფრთხო მომავლის დაცვა. მოვუწოდებ ყველას კარგად გააცნობიერონ, რა შეიძლება მოყვეს ერთი მხრივ თუნდაც ერთი შეხედვით ელემენტარული წესის უგულვებელყოფას, და მეორე მხრივ რა შეიძლება მოყვეს ყველას მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დაცვას. ნუ ვიქნებით „ზემოხერხებულები“ და სხვებზე „ჭკვიანები“ ქალაქში, დავუთმოთ ერთმანეთს და ვიყოთ უფრო პოზიტიურები.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)