|
2017-03-08 15:31:01, 2329 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: დეკანოზი გიორგი მამალაძე ცდილობდა Google-ში პატრიარქის არჩევის წესის შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინა
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის არჩევის წესის შესახებ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა. უწყების მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 4 თებერვალს ბრალდებული დეკანოზი საძიებო სისტემა Google-ში წერს სიტყვებს "პატრიარქის არჩევის წესი" და ვებგვერდზე Orthodoxy.ge საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას ეცნობა. 5 თებერვალს ბრალდებული გიორგი მამალაძე ვებ-გვერდზე orthodoxy.ge პატრიარქის არჩევის წესის შესახებ ინფორმაციას კვლავ ეცნობა. გარდა ამისა, ბრალდებულის კუთვნილ “SAMSUNG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა რომ გიორგი მამალაძე, მკვლელობის მიზნით კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა ინტერნეტ საძიებო სისტემა GooGle-ის მეშვეობით. იგი ასევე ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)