16:51 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 19:34:24, 1899 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო-მ აფხაზეთში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა

ეუთო-ს თავმჯდომარეობამ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და ხაზი გაუსვა მის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ეუთო-ს თავმჯდომარეობამ ხაზი გაუსვა ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების, როგორც კონსტრუქციული ჩართულობის პლატფორმის, მნიშვნელობას.

„ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებას არაერთი ნეგატიური შედეგი მოჰყვება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ არსებითი დიალოგისაკენ და სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ის შედეგები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე შეიძლება აისახოს", - განაცხადა ეუთოს თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics