|
2017-03-06 21:06:49, 2070 ნახვა
კომენტარი
დვალი: დღეს რასაც აკეთებს „რუსთავი2“, არის სუროგატი იმისა, რასაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას შეკითხვას-„ქიბარ ხალვაშთან ერთად გამოჩენა იყო თუ არა თქვენი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელმაც დააზიანა თქვენი პოზიცია“, ასე უპასუხა: „არანაირი შეცდომა.პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ვიხილავთ ორ დამოუკიდებელ ცალკე თემას და ბანაკებად დავყავით ეს ყველაფერი. კითხვა, არის თუ არა დღეს თავისუფალი „რუსთავი2“, თავისუფალი დღეს არის „ტვ პირველი“, არხი, რომელზეც არ არის ცენზურა, არხი, რომელზეც ჟურნალისტები ლაპარაკობენ იმას, რასაც თვლიან საჭიროდ. ეს არის ჩემთვის მაგალითი თავისუფალი ტელევიზიის. „რუსთავი2“ კრიტიკულია, აშუქებს ბევრ თემას, რომელსაც სხვები არ აშუქებენ, მაგრამ მეორეს მხრივ, არის პარტიული და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე,შეუძლია ძალიან მარტივად ერთი თემა მიჩქმალოს, მეორე წამოწიოს, მანიპულაცია მოახდინოს და ა.შ. ეს არ არის სიტყვის თავისუფლება ჩემი გაგებით. სიტყვის თავისუფლებაა ცენზურის არ არსებობა.დღეს რასაც აკეთებს „რუსთავი2“, ეს არის სუროგატი იმისა, რასაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია“,-აღნიშნა დავით დვალმა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)