|
2017-03-06 15:41:14, 2624 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ნიკოლოზ გაგუა: მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკა და ფინანსური ზედამხედველობა ერთი ინსტიტუციის ფარგლებში გაერთიანდეს
„საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ბევრი მნიშვნელოვანი საერთო რეფორმა დაგეგმა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკა და ფინანსური ზედამხედველობა ერთი ინსტიტუციის ფარგლებში გაერთიანდეს", - აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილეს, რომლებიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის კვლავ ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხს ეხება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ბევრი საერთო რეფორმა დაგეგმა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლარიზაციის რეფორმაა. „სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური ზედამხედველობის მოქცევა ერთი ინსტიტუციის ფარგლებში, სწორი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. როგორც გაგუამ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები, ხელს შეუწყობს მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის ურთიერთქმედების გაძლიერებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებას. (NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)