|
2015-04-02 14:41:30, 656 ნახვა
საზოგადოება
„ თიბისი ბანკის“ და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთობლივი ფოტოკონკურსი დაიწყო
„თიბისი ბანკისა“ და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთობლივი ფოტოკონკურსი „დაუვიწყარი წამი“ დაიწყო. ფოტოკონკურსში მონაწილეობა შუძლია ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. კონკურსის მონაწილეებმა საჭიროა გადაიღონ, ან არქივში მოიძიონ ისეთი ფოტო, რომელზეც მათთვის დაუვიწყარი წამია აღბეჭდილი; დაბეჭდონ ფოტო A4 ფორმატში და 29 აპრილამდე მიიტანონ თიბისი ბანკის და თიბისი კონსტანტას ნებისმიერ ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით. წარმოდგენილი ფოტოები თიბისის სათაო ოფისში გამოიფინება. გამარჯვებული ფოტო 1 მაისს, ცნობილი ფოტოგრაფებისგან შემდგარი ჟიურის მიერ, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გახსნის ცერემონიალზე გამოვლინდება და მის ავტორს საჩუქრად CANON 650D გადაეცემა. „თიბისი ბანკის“ ორგანიზებით და „ქოლგა თბილის ფოტოს“ მხარდაჭერით კონკურსი “დაუვიწყარი წამი“ წელს უკვე მეორედ ტარდება. კონკურსში პირობების თანახმად: ფოტო წარმოდგენილი უნდა იყოს ბეჭდური სახით, A4 ფორმატში, ერთ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ 3 ფოტოს წარმოდგენა; კონკურსში მიიღება როგორც ფოტოკამერით ისე მობილურით გადაღებული ფოტო, არ მიიღება Photoshop-ით დამუშავებული ფოტო; ფოტო უნდა ეხმიანებოდეს კონკურსის თემატიკას (უხამსი ან შეურაცხმყოფელი შინაარსის ფოტო კონკურსზე არ დაიშვება); კონკურსში მონაწილეობა უფასოა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე: http://bit.ly/1BT5uwZ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)