05:54 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 13:16:18, 2299 ნახვა

ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინზე საერთაშორისო ექსპერტებსა და ადგილობრივ უწყებებს შორის სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინსა და პროექტირებაზე სამუშაოდ საქართველოში წამყვანი საერთაშორისო კომპანიის, „მოფატ ენდ ნიკოლის" (Moffatt & Nichol) წარმომადგნლები ჩამოვიდნენ. 

ექსპერტები შეხვედრებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის", საქართველოს რკინიგზის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან მართავენ.

სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის სახმელეთო ნაწილის დიზაინის დამუშავებას, რომლის შესაბამისად მუშავდება პორტთან მიმავალი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება და დაპროექტებაც.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასწარი დიზაინი „ანაკლიის განვითარების  კონსორციუმმა" საქართველოს მთავრობას 2017 წლის ივნისში უნდა წარუდგინოს. პორტის დიზაინის პროექტირებაზე კიდევ ორი საერთაშორისო კომპანია - „ვან ოორდი" (Van Oord) და „როიალ ჰასკონინგი" (Royal HaskoningDHV) მუშაობს, რომლებიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ერთად პორტის საზღვაო ნაწილის დიზაინს ადგენენ.

„მოფატ ენდ ნიკოლი" საერთაშორისო ინფრასტრუქტურული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საზღვაო ტერმინალების, ტრანსპორტის, გარემოსა და საქალაქო დაგეგმარების პროექტებშია ჩართული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics