21:54 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 22:31:58, 2541 ნახვა

სამართალი
ოხანაშვილი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე: ეს არის გარედან მართული, კარგად ორგანიზებული მზაკვრული გეგმა

როგორც შიდა ძალებს, ასევე გარე ძალებს, მე აღვნიშნე, რომ ეს არის კარგად ორგანიზებული მზაკვრული გეგმა მართული გარედან იმიტომ, რომ შიგნიდან ვერ შეძლებდნენ ამას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

სოსო ოხანაშვილის განცხადებით, პატრიარქი დაცულია როგორც ღვთის წყალობით, ასევე "ჩვენი ბიჭების წყალობით". მისი თქმით, პატრიარქის დაცვის წევრებს უამრავი მომზადების კურსი აქვთ გავლილი.

მისივე განცხადებით, იყო მცდელობა, რომ ყველა დაცვის წევრი წასულიყო.

„იყო მცდელობა, რომ საერთოდ ყველა  წასულიყო. ბიჭები დარჩნენ პატრიარქის გადაწყვეტილებით. მე გადავდექი იმიტომ, რომ ეს პროცესი იმდენად რთულია, რომ მე არ შემეძლო, ჩემი მოვალეობა გამეგრძელებინა და მეფიქრა, ან მეთამაშა, რომ აქ არაფერი არ ხდება“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics