21:12 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 11:08:59, 3778 ნახვა

პოლიტიკა
ტაავი რიივასი: საქართველო მიაღწევს წარმატებას და ესტონეთი მის გვერდით იქნება

რა გზაც არ უნდა აირჩიოს საქართველომ, თქვენ მიაღწევთ წარმატებას და ესტონეთი მყარად გედგებათ გვერდში, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველო-ესტონეთის ბიზნეფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საქართველო-ესტონეთს შორის სავაჭრო ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

ტაავი რიივასის განმარტებით, ესტონეთი საქართველოსთან ბიზნესის წარმოებით დაინტერესებულია.

„საქართველოს წილი ესტონურ ესქპორტში 0,1%-ია, რაც შეიძლება, რომ გაიზარდოს. საქართველოში უმაღლესი ხარისხის ღვინოა და ასევე, სხვა პროდუქტები, რაც გვაძლევს საშუალებას გავზარდოთ სავაჭრო ურთიერთობები. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ საქართველოს სავაჭრო პალატასა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. მე ვგრძნობ, რომ ჩვენთვის სასარგებლო იქნება, თუ გავაღრმავებთ ურთიერთობას, ვითანამშრომლებთ. მე ვხედავ სავაჭრო ბიზნეს შესაძლებლობებს. ესტონური დელეგაცია ხედავს, რომ არის სხვადასხვა სექტორები, რომლებსაც აინტერესებთ ბიზნესის წარმოება საქართველოსთან. ვხედავთ რამოდენიმე გამოჩენილ ესტონელ ბიზნესმენს, ისინი რეალურად მოტივირებული არიან თქვენთან ბიზნესის წარმოებით. მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა შეიქმნას მჭიდრო ბიზნესკავშირები. მე მინდა არა მხოლოდ იმედი გამოვთქვა, რომ თქვენ გამოაჩენთ სარგებელს ესტონეთთან ბიზნესკავშირების დამყარებით, არამედ მინდა გამოვთქვა ჩემი პოზიცია, რომ საქართველომ რა გზაც არ უნდა აირჩიოს, თქვენ მიაღწევთ დასახულ მიზნებს და დამერწმუნეთ, ესტონეთი მყარად გედგებათ მხარში“, - განაცხადა ტაავი რიივასმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics