12:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 17:28:10, 1958 ნახვა

პოლიტიკა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ოფიციალური ვიზიტით ერევანში მიემგზავრება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად ერევანში გაემგზავრებიან. 

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, აფხაზეთის ომის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა.

„ორივე მხარეს აბსოლუტურად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკა მაქსიმალურად განზე უნდა გავწიოთ და ყურადღება  მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ასპექტს მივაქციოთ. ასევე, მინდა,  მადლობა გადავუხადო საერთაშორისო წითელ ჯვარს, რომლის შუამდგომლობითაც პროცესი ასეთი წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მხარეებს შორის, მოლაპარაკების შედეგად, ამ დროისთვის, 63 მეომრის ნეშტია იდენტიფიცირებული და ეს პროცესი გრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics