|
2017-02-28 12:33:56, 2283 ნახვა
ეკონომიკა
"საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, გაითვალისწინოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფაქტორები"
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ, სამწლიან გეგმას, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას, ფისკალურ დამონეტარულ პოლიტიკას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს. „ვისაუბრეთ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს ფისკალური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა. სოფლის მეურნეობისგანვითარების შემაფერხებელი ფაქტორი, რასაც მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს. იგეგმება მიწის რეგისტრაციის უფრო გააქტიურება, თუმცა მივიჩნევთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ამ ქვეყანაში უფრო სწრაფი და დინამიური რომიყოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკანონმდებლო ინიციატივების უფრო აქტიურ იმპლემენტაციას. მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები. რადგან ქვეყნის პრეზიდენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვსუმუშევრობის დონის შემცირებას და დასაქმების ზრდას, მიიჩნევს რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს ხელშეწყობას. ეს საკითხი იყო კრიტიკულად განხილვის თემა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას, იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოსგარკვეული ფაქტორები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)