|
2017-02-28 10:45:47, 1962 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას 2016 წლის ივლისში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები წარმოადგენდა. უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მოქალაქეებისათვის სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს. კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია თურქეთის რესპუბლიკაში თავისუფლებააღკვეთილ საქართველოს მოქალაქეთა საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლების შემდგომ, პრობაციის პერიოდში დახმარება. მინისტრი მიიჩნევს, რომ თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქე პრობაციონერებისთვის რიგი სოციალურ- ეკონომიკური პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, უმჯობესია საქართველოში დაბრუნება და საპრობაციო ვადის სამშობლოში მოხდა. აღნიშნული საკითხის დარეგულირება შესაძლებელია თურქეთის რესპუბლიკაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით ან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. მინისტრმა ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი მიდგომების დანერგვისას მეზობელი ქვეყნების ჩართულობა მნიშვნელოვანია. „მზად ვართ, ვუმასპინძლოთ ჩვენს თურქ კოლეგებს და სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, გავაცნოთ ჩვენს სისტემაში მიღწეული პროგრესი. ამასთან, ჩვენთვისაც საინტერესო გამოცდილება იქნება ადგილზე გავეცნოთ მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამებს, რომლებიც თურქეთის პენიტენციურ სისტემაშია დანერგილი“, - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას. ელჩის განცხადებით, მემორანდუმი ორი ქვეყნის სასჯელაღსრულების სიტემის დაახლოებისა და გამოცდილების გაზიარების გარანტი იქნება. “ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა მინისტრ კახა კახიშვილთან. დეტალურად განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლო სფეროები. მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უფლებების დაცვა. უახლოეს კვირაში დავიწყებთ მემორანდუმით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობას. ყოველთვის მოხარულები ვართ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან თანამშრომლობით“, - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ეფექტიანი მართვისა და შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფის, პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის, პენიტენციური ჯანდაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამებისა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.
(NS)
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)