11:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 18:37:54, 1810 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი საოკუპაციო ხაზთან არსებულ გამშვებ პუნქტებს მოუწოდებს, თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყონ

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) ოკუპირებულ აფხაზეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრის თაობაზე განცხადება გაავრცელა.

ევროკავშირმა მოუწოდა საოკუპაციო ხაზთან არსებულ გამშვებ პუნქტებს, უზრუნველყონ თავისუფალი გადაადგილება, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის გატარება.

"ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გამშვები პუნქტი, ნაბაკევი-ხურჩა და ოტობაია-ორსანტია დაიხურა, რომლითაც ყოველდღიურად ასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი სარგებლობს, მათ შორის სკოლის მოსწავლეები. თავისუფალი მიმოსვლის მოძრაობის შეზღუდვა, ინციდენტების რაოდენობას გაზრდის, განსაკუთრებით კი დაპატიმრების ფაქტებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაშია აღნიშნულია, რომ მიღებული გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებლების უსაფრთხოებას ავნებს და რეგიონში სტაბილურობას ზიანს აყენებს.

მონიტორინგის მისიის ფარგლებში ევროკავშირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას თვალყურს ადევნებს და საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს მხარს უჭერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics