|
2015-04-02 10:47:37, 836 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: დავივიწყოთ ქართული მენტალობა და პროკურატურას ყველაფერი ვაცნობოთ
მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე მოქალაქეებს ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. როგორც შოთაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, ამისთვის არსებობს ცხელი ხაზი, სადაც პროკურორები 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ. მისივე ინფორმაციი, პროკურატურას ჯერ მხოლოდ ერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლის კონფიდენციალურობაც დაცულია. „ვთხოვ საზოგადოებას, დავივიწყოთ ქართული მენტალობა და პროკურატურას ყველაფერი ვაცნობოთ, რაც ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ ვიცით. დღესდღეობით ჩვენ ამ თხოვნის შედეგად მოგვმართა მხოლოდ ერთმა მოქალაქემ, რომლის კონფიდენციალურობა დაცული იქნება და მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, რომ უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ, ვინაიდან როგორც აღინიშნა, ეს დანაშაული მოხდა ქალაქის ცენტრში , დღისით, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით მეტი მოქალაქე ფლობს ინფორმაციას მომხდარი დანაშაულის შესახებ. ვთხოვთ მათ, დაგვეხმარონ ამ დანაშაულის გამოძიებაში“, – აღნიშნა შოთაძემ. ცნობისთვის, ბესიკ ხარძიანი რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს, მას უცნობმა პირმა ცეცხლსასროლილი იარაღიდან ესროლა. ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციებს ფლობდა. ოჯახის წევრები მკვლელობას გიორგი უდესიანს უკავშირებენ.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)