16:55 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 15:04:00, 2137 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხზე სომხეთთან მოლაპარაკებებს არ ადასტურებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობა არ დაადასტურა.

მინისტრის ინფორმაციით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

“ამ დღეების განმავლობაში ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა გაუგებარი მიზეზებით. მე ვფიქრობ, ძალიან ცალსახა განცხადებები გაკეთდა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც განიხილებოდა. რკინიგზის საკითხზე ასეთი მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც მიმდინარეობს”, - აღნიშნა ციხელაშვილმა. 

შეგახსენებთ, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ საქართველოს მთავრობა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის გეგმას განიხილავს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ლარსის ალტერნატიული გზის თაობაზე შეთანხმდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics