|
2017-02-27 10:36:59, 1382 ნახვა
სხვადასხვა
"ოსკარის" გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ოსკარის ყოველწლიური, რიგით 89-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმის ჯილდო „მთვარის შუქმა“ მიიღო. თავდაპირველად, ნომინაციაში გამარჯვებულად მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ გამოცხადდა. ფილმის გადამღები ჯგუფი უკვე სცენაზე იყო ასული, როდესაც უორენ ბიტმა შეცდომა გამოასწორა და ნომინაციაში გამარჯვებულად „მთვარის შუქი“ დააახელა. ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ: „ჩამოსვლა“/Arrival; „წინაღობანი“/Fences; „ჰაქსის გმირი“/Hacksaw Ridge; „ნებისმიერ ფასად“/Hell or High water; „დამალული ფიგურები“/Hidden Figures „ლომი“/Lion; „მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester By The Sea; „ლა ლა ლენდი“/La La Land; ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორი „ოსკარი“ დემიენ შაზელმა ფილმისთვის „ლა ლა ლენდი“/ La La Land მიიღო. საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვნენ: დენის ვილენიუვი („ჩამოსვლა“/Arrival); მელ გიბსონი („ჰაქსოს გმირი“/Hacksaw Ridge); კენეტ ლონერგანი („მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester By The Sea); ბერი ჯენქინსი („მთვარის შუქი“/Moonlight); ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი „ოსკარი“ კეისი აფლეკმა ფილმისთვის „მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester By The Sea მიიღო. ამავე კატეგორიაში „ოსკარების“ დაჯილდოებაზე წარდგენილნი იყვნენ: ენდრიუ გარფილდი („ჰაქსოს გმირი“/Hacksaw Ridge); რაიან გოსლინგი („ლა ლა ლენდი“/La La Land); ვიგო მორტენსენი („კაპიტანი ფანტასტიკი“/Captain Fantastic); დენზელ ვაშინგტონი („წინაღობები“/Fences); საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში „ოსკარი“ ემა სტოუნმა ფილმისთვის „ლა ლა ლენდი“/ La La Land მიიღ. ამავე კატეგორიაში 2017 წლის „ოსკარების“ დაჯილდოებაზე წარდგენილნი იყვნენ: იზაბელ ჰუპერტი („ის ქალი“/Elle); რუთ ნეგა (Loving); ნატალი პორტმანი („ჯეკი“/Jackie); მერილ სტრიპი („ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი“/Florence Foster Jenkins); ნომინანტები ლეონარდო დიკაპრიომ წარადგინა, რომელმაც პირველი ოსკარი შარშან მიიღო. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მაჰერშალა ალიმ ფილმისთვის „მთვარის შუქი“/Moonlight მიიღო. ეს პირველი ნომინაცია იყო, რომელშიც ოსკარი გაიცა. ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ: ჯეფ ბრიჯესი („ნებისმიერ ფასად“/Hell or High Water“); ლუკას ჰეჯესი („მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester by the Sea); დევ პატელი („ლომი“/Lion); მიშელ შენონი („ღამის ცხოველები“/ Nocturnal Animals); ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკუთესო შესრულებისთვის ოსკარი ვაიოლა დევისს ფილმისთვის „წინაღობები“/Fences გადაეცა. ნომინაციაზე ასევე წარდგენილნი იყვნენ: ნაომი ჰარისი („მთვარის შუქი“/Moonlight); ნიკოლ კიდმანი („ლომი“/Lion); ოქტავია სპენსერი („დამალული ფიგურები“/Hidden Figures); მიშელ უილიამსი („მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester By The Sea); საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის „ოსკარი“ლინუს სანდგრენმა მიიღო ფილმისთვის „ლა ლა ლენდი“/La La Land. საუკეთესო მონტაჟისთვის ოსკარი მიიღო ფილმმა „ჰაქსოს გმირი“/Hacksaw Ridge (ჯონ გილბერტი). საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის ოსკარი ხვდა წილად ფილმს: „ჯუნგლების წიგნი - The Jungle Book (რობერტ ლეგატო, ადამ ვალდესი, ენდრიუ ჯონსი და დენ ლემონი). ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ: „ღრმაწყლოვანი ჰორიზონტი“ Deepwater Horizon; „დოქტორი სტრეინჯი“ Doctor Strange; „კუბო - ლეგენდა სამურაიზე“ - Kubo and the Two Strings; „განდევნილი ერთი - ვარსკვლავური ომების ისტორია“ - Rogue One: A Star Wars Story. ნომინაციაში საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის „ოსკარის“ მფლობელი ჯასტინ ჰარვიტსი ფილმისთვის „ლა ლალენდი“/La La Land გახდა. ფილმისთვის შექმნილ საუკეთესო სიმღერად დასახელდა City of Stars ასევე „ლა ლა ლენდიდან“. ნომინაციაში გრიმი და ვარცხნილობა კინოაკადემიის ჯილდო გაიცა ფილმისთვის: „თვითმკვლელთა რაზმი“/Suicide Squad. ნომინაციაში - საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი ოსკარი გაიცა ფილმისთვის: „ჯადოსნური ცხოველები - სად ვიპოვოთ ისინი“/ Fantastic Beasts and where to find Them; საუკეთესო მხატვრობისთვის ოსკარი „ლა ლა ლენდმა“/La La Land მიიღო. საუკეთესო უცხოური ფილმისთვის ოსკარის მფლობელი -„გამყიდველი“ (ირანი). საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ნომინაციაში ოსკარი : „ზოოტოპია“/Zootopia-მ მიიღო. საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში ოსკარი გაიცა ფილმისთვის „მთვარის შუქი“/ Moonlight. საუკეთესო ორიგინალური სცენარი: „მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester By the Sea.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)