10:21 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 11:27:41, 3142 ნახვა

მსოფლიო
რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალება, მათ შორის CNN, BBC და Politico თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს

რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალება, მათ შორის CNN, BBC, Politico, New York Times და LA Times, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, სინ სპაისერმა შეარჩია ჟურნალისტები, რომლებიც რეპორტიორებთან კამერის მიღმა შეხვედრას დაესწრებოდნენ და ისინი თეთრი სახლის დასავლეთ ფლიგელში შეიყვანა, ნაცვლად ჯეიმს ბრედის ბრიფინგების ოთახისა. CNN-ის, BBC-ის, The New York Times-ის, LA Times-ის, New York Daily News-ისა და Daily Mail-ის ჟურნალისტებს კი შეხვედრაზე შესვლის უფლება არ მისცეს.

რამდენიმე მედია საშუალების, მათ შორის Associated Press-ის და ჟურნალ TIME-ის წარმომადგენლები, პროტესტის ნიშნად, ბრიფინგს საკუთარი სურვილით არ დაესწრნენ.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არაერთ გავლენიან მედია საშუალებას აკრიტიკებდნენ და მათ ბრალს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics