|
2017-02-24 17:04:07, 2476 ნახვა
სამართალი
ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძესთან გამომძიებლები და ექსპერტები მივიდნენ
ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან გამომძიებლები და ექსპერტები მივიდნენ. როგორც საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, გამომძიებლები დღეს ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუშებს აიღებენ. მისივე თქმით, თუ დეკანოზი დაკითხვის სურვილს გამოთქვას, ეს დღესვე მოხდება. „დღეს ექსპერტიზა არ ტარდება, ნიმუშების აღება მოხდება. აღებული ნიმუშები უნდა გადაიგზავნოს სრულყოფილი ექსპერტიზის ჩასატარებლად. თუ ბრალდებული გამოთქვამს სურვილს და მოგვცემს ჩვენებას, მისი დაკითხვა დღესვე მოხდება“,- აღნიშნა ტყეშელაშვილმა. ამასთან, მისივე განცხადებით, საქმეზე არაერთი პირი დაიკითხა და მომავალშიც დაგეგმილია მოწმეების დაკითხვა, მათ შორის პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის. „არსებობს საგამოძიებო გეგმა და ამ გეგმის მიხედვით მოხდება მოწმეების დაკითხვა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)