|
2017-02-22 17:27:22, 940 ნახვა
სამხედრო
სოფელ ლეჟბადინის სკოლის მოსწავლეებისთვის ვაზიანში ღია კარის დღე გაიმართა
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზა, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. მოგვიანებით, ბრიფინგზე, ბრიგადის ხელმძღვანელობამ მათ IV მექანიზირებული ბრიგადის შექმნის ისტორია და ამოცანები გააცნო. სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორიაც მოისმინეს და საქართველოში უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა მანანა მაღრაძემ ახალგაზრდებს აკადემიაში მიღების წესისა და სასწავლო პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. IV მექანიზირებულ ბრიგადაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის II კურსის იუნკერი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ალი ტალიბოვიც იმყოფებოდა, რომელიც მოსწავლეებს გაესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. (NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)