14:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 18:52:52, 1284 ნახვა

საზოგადოება
22 თებერვლიდან 6 მარტამდე კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

22 თებერვლიდან 6 მარტამდე კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით.

"საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 თებერვლის 12:00 საათიდან 6 მარტის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება კახეთის გზატკეცილზე,  აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით (ორხევის ხიდებიდან “ისთ ფოინთამდე”). საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics