|
2017-02-20 19:12:03, 2685 ნახვა
მსოფლიო
ანექსირებული ყირიმის ე.წ სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს მოქალაქე დააკავა
ანექსირებული ყირიმის ე.წ სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უკრაინაში გამგზავრებას ყალბი საბუთით ცდილობდა, - ამის შესახებ Tass-ი სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მოქალაქემ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტი წარადგინა. "შემოწმებისას დადგინდა, რომ დოკუმენტი არსებულ ნორმებს არ აკმაყოფილებდა, შეიცავდა ორთოგრაფიულ შეცდომებს და ჩვეულებრივი პრინტერით იყო დაბეჭდილი. ამასთან, საბუთს ეტყობოდა, რომ სპეცშეკვეთით იყო დამზადებული", - ნათქვამია ე.წ სამსახურის განცხადებაში. მედიის ცნობით, 55 წლის კაცმა განმარტა, რომ ის საქართველოს მოქალაქეა და ძალოვნებს აღიარებითი ჩვენება მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის“, "თავდაცვის მომზადებისა და მცდელობის" საქმეზე. საქართველოს მოქალაქეს 200 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)