15:18 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 16:17:27, 1987 ნახვა

კომენტარი
ნიკა ლომინაძის მამა: ვერ გავიგე რა მოხდა - საქმეს შემოდებენ თაროზე და მერე გადააგდებენ

კომპანია „თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მამის ნოდარ ლომინაძის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი გვიჩიანი და მასთან ერთად დაკავებული პირები დამნაშავეები არიან.

ნოდარ ლომინაძის შეფასებით, საქმეში ბრალდებული გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია უვადო პატიმრობას იმსახურებენ. 

„ჩემი აზრით, იმსახურებენ იმ სასჯელს, რომელიც თავიდან ჰქონდათ, მკვლელობისთვის განსაკუთრებულად. გაუგებარია პროკურატურის როლი ამ საქმეში. თითქოს ახალი რაღაც აღმოაჩინეს. ვერ გავიგე რა მოხდა. ვიცი, რომ გაათავისუფლეს დამნაშავე და ახლა იტყვიან, რომ ჩვენ გამოვიძიებთ სინამდვილეში რა მოხდაო. ანუ შემოდებენ თაროზე და იქნება მანამ, სანამ იქ არიან. მერე გადააგდებენ“, - აღნიშნა ლომინაძემ. 

ცნობისთვის, „თელასის“ ფინანსური დირექტორის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია, სააპელაციო სასამართლომ 11-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, დარბაზიდან გაათავისუფლა. 

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 15 აგვისტოს „თელასის” ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი გვიაჩიანსა და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.  თავდაპირველად, ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, ხოლო შემდეგ, სასჯელის ზომა 20-წლიანი პატიმრობით შეეცვალათ.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics