13:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 14:40:17, 1056 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე თურქეთის რესპუბლიკის  სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს  დელეგაციის წევრებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით< შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ორ ქვეყანას შორის აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რაც საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით განახორციელა. ნოდარ კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ DCFTA-ის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის  ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის  ბაზრის გახსნას, ამასთან საქართველო მიმზიდველი  სავაჭრო პარტნიორი გახდება სხვა ქვეყნებისთვისაც.

როგორც თურქეთის რესპუბლიკის  სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოს  სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ასევე შესაძლებელია  სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, რასაც  ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  მერძევეობის და მეცხოველეობის, კერძოდ  ჯიშობრივი გაუმჯობესების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. თურქეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს   გაუზიაროს ის დიდი გამოცდილება, რაც ამ მიმართულებით აქვს.  შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოდან თურქეთში ცოცხალი პირუტყვისა და ხორცის ექსპორტის საკითხები.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, თურქეთის რესპუბლიკის  სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სურსათისა და კონტროლის გენერალური დირექტორატის, ევროკავშირისა და საგარეო საქმეთა  ურთიერთობების გენერალური დირექტორატის, თურქეთის საქონელწარმოების ასოციაციის და  საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics