|
2017-02-18 17:22:53, 2129 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: აუცილებელია, ნებისმიერმა მედია საშუალებამ თავისუფლად იმოქმედოს
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ "რუსთავი 2" მაუწყებლობას მალე გააგრძელებს. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, მედიასაშუალებები უნდა იყვნენ მრავალფეროვანი და კრიტიკულები. "აუცილებელია, ნებისმიერმა მედიასაშუალებამ თავისუფლად იმოქმედოს. მედიასა შუალებები უნდა იყვნენ მრავალფეროვანი, კრიტიკულები, იმედი მაქვს, "რუსთავი 2" მალე გააგრძელებს მაუწყებლობას და იქნება დამოუკიდებელი და კრიტიკული, როგორიც იყო წლების განმავლობაში",- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ომბუდსმენის შეფასებით, საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებობს გამოწვევები. მისივე თქმით, ეს მხოლოდ "რუსთავი 2"-ს არ ეხება და ამაზე მიანიშნებს საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენებიც. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება საკუთარი უფლებების დასაცავად მიიღო. რამდენიმე დღის წინ, არხის დირექტორმა გვარამიამ განაცხადა, რომ კვირას ტელეკომპანიის თანამშრომლები არხის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქციას 14:30 საათზე მოაწყობენ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)