15:20 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 14:49:29, 2061 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე: სიბრძნე არც ეკლესიაშია და არც ხელისუფლებაში

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ე.წ მატროსოვის ცოხეში მამა გიორგი მამალაძის სანახავად იმყოფებოდა.

როგორც მეუფე პეტრემ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ეკლესია და ხელისუფლება ერთად დიდ შარსა და სკანდალში გაეხვივნენ.

"მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები შეიძლება ითქვას თითქმის გამართლდა, 100%-ით. ძალიან დიდ სკანდალსა და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. ვფიქრობდი, როდესაც გამოვდიოდი, როგორ შეიძლებოდა შემეფასებინა ეს მდგომარეობა და გამახსენდა ერთი ჭეშმარიტება. ხშირად ჩემი მისამართით ამბობენ ხოლმე ამას, წინა ხელისუფლებისთვისაც არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვამბობ ხოლმე. ბრძენი ადამიანი არასდროს არ ჩაიგდებს თავს განსაცდელში, წინასწარ განჭვრიტავს რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი. ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს, რომ არსებული მდგომარეობიდან და შექმნილი პრობლემიდან იპოვოს კარგი გამოსავალი. რამდენადაც ჭკვიანია, იმდენად ახერხებს გამოსავლის პოვნას. ახლა მთავარია ჭკუა აღმოაჩნდეთ. ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაშია და არც ხელისუფლებაში", - განაცხადა მეუფე პეტრემ საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics