|
2017-02-17 14:46:51, 2402 ნახვა
სამართალი
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი გ.გ. „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც თურქეთიდან საქართველოში შემოდიოდა. „შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. 1981 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოდიოდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)