14:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 11:57:23, 1960 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ლორთქიფანიძე: ადამიანებს არ უნდა ჩავუნერგოთ განცდა, რომ თუ პირი პარლამენტის წევრი იყო, მერე ის არავის არაფერში სჭირდება

ადამიანებს არ უნდა ჩავუნერგოთ იმის განცდა, რომ თუ ადამიანი პარლამენტის წევრი იყო, მერე ის არავის არაფერში სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით ლორთქიფანიძემ ყოფილი დეპუტატების დასაქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ნეგატიური მუხტის მატარებლები არიან.

„არ მომწონს ის, რომ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც არიან მხოლოდ ნეგატიური მუხტის მატარებლები. ეს არის სამწუხარო რეალობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქვეყანაში ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოს წევრობა არის უდიდესი პატივი და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში არის ასე. ჩემი ხედვით, ასე უნდა იყოს. ადამიანებისგან, პარლამენტის წევრებისგან, რაღაც ბუას წარმოჩენა და ადამიანი პარლამენტში თუ იყო, უკვე ის აღარ სჭირდება არავის, ეს არის ცუდი რამ”,- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, კარგია, რომ გუნდში ყოფილი დეპუტატების დასაქმების საკითხი დგას.

„ჩვენ ვართ ხელისუფლების გუნდი და პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის მართვაზე. იგივე ზვიადაური, ნიშნიანიძე, სოსო დანელია ხელისუფლების გუნდის პირობებში ეს ადამიანები არ არიან იგნორირებულნი. ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. ადამიანებს არ უნდა ჩავუნერგოთ იმის განცდა, რომ თუ ადამიანი პარლამენტის წევრი იყო, მერე ის არავის არაფერში სჭირდება. ჩვენ უფლებამოსილება ნოემბერში შეგვიწყდა, სულ ორი თვე არის გასული. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ რაღაც ორი- სამი თვე რაღაც ტრაგედიაა. ჩვენ ვართ ადამიანები, რომელთაც გვაქვს სერიოზული ბექგრაუნდი, პროფესიონალები ვართ ჩვენი საქმის და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი კოლეგა იქნება ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics