|
2017-02-17 11:07:49, 2919 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg: რუსულ ტელეარხებზე ტრამპთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ცენზურა ამოქმედდა
რუსულ სახელმწიფო ტელეკომპანიებს დონალდ ტრამპის შესახებ დადებითი ინფორმაციის გავრცელება აეკრძალათ, - ამის შესახებ Bloomberg-ი 3 დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობა რუსეთთან შესაძლოა იმაზე ბევრად დაძაბული გახდეს, ვიდრე ეს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს იყო. ტელეკომპანია "დოჟდის" პოლიტიკური კომენტატორის თქმით, "ტელეკომპანიები ან განახორციელებენ კრიტიკას ტრამპის მიმართ, თუმცა მასზე ბევრს არ ილაპარაკებენ". როგორც გამოცემა წერს, მოსალოდნელი იყო მედიაში გავრცელებული განხილვები ტრამპის ფიგურასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში და მას შემდეგ რაც მან დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. თუმცა 45-ე პრეზიდენტის განხილვა რუსულ მედიაში ახლაც გრძელდება, რაც ხელისუფლებას არ მოსწონს. Deutsche Welle-ს ცნობით, დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ცენზურის თაობაზე ტელეკომპანია Россия-მ მითითება 15 თებერვალს მიიღო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)