14:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 16:13:46, 1955 ნახვა

კომენტარი
მეუფე ანდრია: ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა

მეუფე ანდრიამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მატროსოვის ციხეში მოინახულა.

როგორც მეუფე ანდრიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად კურთხევა საჭირო არ არის.

"მას არ შეუძლია გათქვას აღსარების საიდუმლო, თუმცა ეს უკვე დამოკიდებულია მის სინდისზე და პირადად უნდა გადაწყვიტოს. არის გარკვეული სასულიერო უფლებამოსილებები, რომელიც გააჩნია სასულიერო პირს და ამ უფლებამოსილებებში არის ერთ-ერთი ის, რომ მას არ აქვს უფლება გათქვას აღსარების საიდუმლო. ბრალდებასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და მე პირადად, ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა", - აღნიშნა მეუფემ. 

მანამდე მამა ანდიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს მიიღო თუ არა ბრალდებულმა დეკანოზმა კურთხევა, რომელსაც საქმის დეტალებზე სალაპარაკოდ ითხოვდა. სასულიერო პირის თქმით, დეკანოზის საკანში იმდენად არის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები, რომ მისი ზიარებაც კი ვერ მოხერხდა. 

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics