|
2017-02-16 11:16:31, 2332 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს. გვარამიას გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი და მამუკა ახვლედიანის ჩანაწერი წაშლილია, რადგან ამის შენახვის აუცილებლობა არ არსებობდა. გარდა ამისა, გვარამიას თქმით, ის არ აპირებს დაასახელოს იმ მესამე პირის ვინაობა, რომელიც საუბარს ესწრებოდა. გვარამია ჩვენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე მისცემს. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნდა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი. ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან ჩაიწერა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვერსია კი, ამ საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსიაა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)