|
2017-02-15 10:25:18, 2146 ნახვა
სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას 28 მესაზღვრე შეემატა
შსს-ს აკადემიაში სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი დაესწრნენ. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ზოგადსამართლებრივ მომზადებას, სპეციალურ სასაზღვრო პოლიციურ-სამართლებრივ მომზადებას, სპეციალურ სასაზღვრო პოლიციურ მომზადებასა და სპეციალური სასაზღვრო პოლიციური პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. უწყების ცნობით, სწავლების ხანგრძლივობა ხუთი თვეა. პროგრამა ოთხთვიან თეორიულ და ერთთვიან პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება სახელმწიფო საზღვარზე ხდება, სადაც მსმენელები მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებში, სხვადასხვა განწესის შემადგენლობაში. სწავლების განმავლობაში, მსმენელები სწავლობენ ისეთ საგნებს, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებსა და წინსვლაში დაეხმარება. პროგრამის მიზანია სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის ახალი კადრების მომზადება, საბაზისო ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის არის საჭირო.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)