|
2017-02-14 17:48:08, 2428 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე გვარამიაზე: 15 წუთიანი თავის მართლება ვნახეთ, უმჯობესია კითხვებს პასუხები გასცეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის დირექტორისთვის უმჯობესია ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცეს. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გვარამია ექსპერტიზას და ხელისუფლებას თავს ესხმის, რაც თავისი პიარკამპანიის ნაწილია. „რატომ არ მიდის გამოკითხვაზე , ეს თავად გვარამიას უნდა ჰკითხოთ. სად წავა ეს ჩვენი საქმე არ არის. 15 წუთიანი თავის მართლება ვნახეთ პირდაპირ ეთერში, თავის მართლებას და უკაცრავად ჟარგონისთვის „გაპრავებას“ სჯობს ყველა კითხვას პასუხი გასცეს. მაგალითად, რატომ იბარებდა ანგარიშს სასამართლოს თავმჯდომარისგან, როგორც ამოიყვანა ურთმელიძე და როგორ ეჩხუბებოდა მას ტელეკომპანია საქართველოს ქონების დაყადაღებაზე. სჯობს ჩანაწერებზე ისაუბროს და თქვას, რატომ ხდებოდა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა. მისი საუბრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ექსპერტიზას და ხელისუფლებას თავს ესხმის. მან მიზანში ამოიყვანა ექსპერტიზა რათა, რამენაირად „გააპრავოს“ თავისი პიარკამპანია, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ეწევა“, - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი შსს-ში გამოკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული, თუმცა გვარამია გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)