|
2017-02-14 12:00:12, 1069 ნახვა
სხვადასხვა
World Press Photo-ს პრემია რუსეთის ელჩის მკვლელობის ამსახველი ფოტოს ავტორს გადაეცა
სააგენტო Associated Press-ის ფოტოგრაფმა ბურჰან ოზბილიჯიმ ფოტოსურათისთვის, რომელზეც თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაა ასახული, World Press Photo-ს პრემია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, ფოტოგრაფმა ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით ფოტორეპორტაჟი მოამზადა. თუმცა, პრიზი მხოლოდ ერთ ფოტოს მიანიჭეს. ფოტოზე მკვლელობაში ბრალდებული იარაღით ხელში მოკლული ელჩის წინ დგას და ყვირის. ცნობისთვის, კონკურსი World Press Photo ყოველწლიურად ტარდება და მასში ფოტოგრაფები 125 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ფოტოკონკურსზე 5034 ფოტოსურათი იყო გაგზავნილი. სერიაში "შავი დღე" უკრაინელმა ვალერი მელნიკოვმა გაიმარჯვა. მან ფოტო აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს მიუძღვნა და "გრძელვადიანი პროექტების" კატეგორიაში გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში, რუსეთის ელჩზე თურქეთში ანდრეი კარლოვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. თავდასხმა თურქეთის დედაქალაქში, გამოფენაზე მოხდა, რომელიც ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მიმდინარეობდა.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)