18:36 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 11:07:17, 2574 ნახვა

სამართალი
შსს: გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა - გვარამია გამოკითხვაზეა დაბარებული

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ საუბარი დამონტაჟებული არ არის და ხმები ნამდვილად ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს ეკუთვნით.

ნიკა გვარამია დღეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაშია მოწმის სტატუსით გამოიკითხება. "რუსთავი 2"-ის  გენერალური დირექტორი საგამოძიებო ორგანოში საღამოს 6 საათზეა დაბარებული.

აღნიშნული აუდიო ჩანაწერი, სადაც ნიკა გვარამია მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს პირდება, 3 ოქტომბერს გავრცელდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics