|
2017-02-13 11:55:40, 1903 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
კილაძე: საზოგადოებას დავპირდით, ჩავწერდით კონსტიტუციაში, თუ რა არის ქორწინება და ამას აუცილებლად შევასრულებთ
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი სხდომას მართავს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წინასაარჩევნოდ საზოგადოებას „ქართული ოცნება“ დაპირდა, რომ აუცილებლად ჩაწერდნენ კონსტიტუციაში განმარტებას, თუ რა არის ქორწინება და ეს დაპირება უნდა შეასრულონ. „აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ ვალდებული ვართ, შევასრულოთ ჩვენი დაპირება და აუცილებლად შევასრულებთ ჩვენი გუნდი იმ დაპირებას, რაც ჩვენს ხალხს მივეცით“,-აღნიშნა კილაძემ. ცნობისთვის, მმართველის გუნდის ინიციატივაა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)